ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 8 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც იგი ვილტონ პარკის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია კორუფციასთან ბრძოლის თემატიკას ეძღვნება.


10 ივნისს ბურჯანაძე გააკეთებს მოხსენებას ახალი მთავრობების მიერ კორუფციის აღმოფხვრისა და დემოკრატიის მშენებლობის შესახებ. 


ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე შეხვდება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საკითხებში ბილ რამელს.

მსგავსი/Related

Back to top button