ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია პანკისში ჩეჩენ ლტოლვილებთან შესახვედრად გაემგზავრა

პანკისის ხეობაში დღეს იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებთან შესახვედრად რუსეთის ფედერაციის შსს საემიგაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
 
“ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია დავარწმუნოთ ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნების უსაფრთხოებაში. მართალია ჩვენ [რუსეთის დელეგაციას] ადრეც ჰქონდა მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ახალ კი ჩვენ ახალ გარანტიებს ვთავაზობთ ლტოლვილებს“, განაცხადა პანკისში გამგზავრებამდე საემიგრაციო  სამსახურის უფროსის მოადგილემ  იგორ  იუნაშმა.
 
რუსეთის დელეგაცია თბილისში 7 ივნისს ჩამოვიდა.   ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების მიზნით დელეგაცია უკვე  მესამედ  ჩამოდის საქართველოში. წინა ორი ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ, უშედეგოდ დასრულდა.
 
ჩეჩენმა ლტოლვილებმა ჩეჩნეთში დაბრუნებაზე  უარი განაცხადეს შიშის ფაქტორის და გარანტიების არ არსებობის გამო. ამჟამად პანკისის ხეობაში დაახლოებით 2000 ლტოლვილი ცხოვრობს. 

მსგავსი/Related

Back to top button