ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს ცხინვალის რეგიონს უკავშირებს

უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბოლო დროს მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას დაუკავშირა.


“საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მას შემდეგ შეიცვალა, რაც აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა აღსდგა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამჟამად ჩვენი მთელი ყურადღება სამხრეთ ოსეთის შემოერთებისკენაა მიმართული. ეს კი უფრო ეფექტურ კოორდინაციას მოითხოვს არა მარტო უშიშროების სტრუქტურებში, არამედ სხვა სამინისტროებშიც, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 7 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.


უშიშროების მინისტრის მოვალეობების გარდა ვანო მერაბიშვილი ვიცე-პრემიერის ფუნქციებსაც შეასრულებს, რაც სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას ითვალისწინებს . 


 

მსგავსი/Related

Back to top button