ახალი ამბები

მოსკოვი და თბილისი ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროებმა მხარი დაუჭირეს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის 2 ივნისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც რკინიგზის აღდგენასა და სოციალურ საკითხებს ეხებოდა.


“რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები მიესალმებიან ყველა მცდელობას, რომელიც ქართველ და ოს ხალხებს შორის მეგობრობისა და ნდობის აღდგენისკენაა მიმართული“, ნათქვამია რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.


ქართულმა და  რუსულმა მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ შესრულდეს მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმებები.


ცხინვალში 2 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შედეგად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე.


ოსურმა მხარემ ასევე გაიზიარა ქართული მხარის წინადადება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისათვის პენსიების გაცემის თაობაზე. 

მსგავსი/Related

Back to top button