ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია ნატოს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი გივი იუკურიძე დღეს ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ნატოს შტაბბინაში საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის  დეტალური განხილვა შედგება.


გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების მიზნებს აყალიბებს და ნატოს დახმარებით განხორციელდება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ალიანსს აპრილის თვეში ბრიუსელში ვიზიტის დროს წარუდგინა.     

მსგავსი/Related

Back to top button