ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში გარკვეული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.


“ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მთავრობა ახალ კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


მისი განცხადებით, ახალი კანდიდატები პარლამენტს ერთ კვირაში წარედგინება და კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ხელახლა გამოუცხადებს ნდობას.



 

მსგავსი/Related

Back to top button