ახალი ამბები

სპეციალური კომისია ორმაგი მოქალაქეობის საკითხებზე იმუშავებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა კომისია, რომელიც უცხო ქვეყნის ქართველი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის სამართლებრივ საკითხებზე იმუშავებს.
 
15 წევრისგან შემდგარ კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი უხელმძღვანელებს.
 
განკარგულების მიხედვით კომისიამ ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები, კომისიის თავმჯდომარემ კი პერიოდულად ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზიდენტს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებს ქართველებს, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქოება აქვთ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება 26 მაისს აღუთქვა.

მსგავსი/Related

Back to top button