ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ცხინვალის ორ სოფელში სასუქი ჩაიტანა

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით შერვაშიძე დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას100 ტონა სასუქი ჩაუტანა. სასუქი მხოლოდ ორი ოსური სოფლის მოსახელობას დაურიგდა. დანარჩენ სოფლებში სასუქის დარიგება ვერ მოხერხდა, რადგანაც ქართული დელეგაცია სოფლებში არ შეუშვეს.
 
“ოს ხალხს არ სჭირდება სასუქი“, ასეთი განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასუქით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უზურნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალების საფუძველზე დაიწყო.

მსგავსი/Related

Back to top button