ახალი ამბები

მოლდავეთი ბათუმში დაგეგმილი სუუამის სამიტის სხვაგან ჩატარებას ითხოვს

მოლთავეთი სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი) მომავალი სამიტის სხვაგან ჩატარების ინიციატივით გამოდის. სუუამის სამიტის ჩატარება 16 ივნისს ბათუმშია დაგეგმილი.


თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას არ მიუღია რაიმე ოფიციალური შეტყობინება მოლდავეთის მთავრობისგან სამიტის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, მოლდავეთის მთავრობამ ეს წინადადება აჭარაში არსებული “დაძაბული სიტუაციით“ ახსნა.


“ამჟამად არსებული დაძაბული ვითარება [აჭარაში] ვერ შექმნის კონსტრუქციულ ატმოსფეროს სუუამის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრის დროს“, ნათქვამია მოლდავეთის მთავრობის მიერ სუუამის წევრი ქვეყნებისადმი გაგზავნილ წერილში.


საქართველოს ხელისუფლებამ სუუამის სამიტის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მაისის დასაწყისში, აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ მიიღო.  

მსგავსი/Related

Back to top button