ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 3 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს საკითხს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანების თაობაზე.


“რამდენიმე დღეში ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ეკონომიკის ახალი მინისტრის კახა ბენდუქიძის სამინისტროს თანამშრომლებისთვის წარდგენისას.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო თებერვალში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც ტრანსპორტისა და კომუნიკიციების სამინისტრო მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს შეუერთდა. 


სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი განახლებული მინისტრთა კაბინეტის ხელახლა დამტკიცების საკითხსაც წარადგენს ამ კვირის ბოლოს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.


 


 



 

მსგავსი/Related

Back to top button