ახალი ამბები

აჭარაში ამომრჩეველთა საარჩევნო რეგისტრაცია დაიწყო

აჭარაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო.


ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი 13 ივნისამდე გაგრძელდება. თუმცა, ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ არჩევნების დღეს, 20 ივნისსაც, გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას.


ამ დროისათვის სრულად არის დაკომპლექტებული სამივე დონის საარჩევნო კომისია.


აჭარის ამომრჩევლები 20 ივნისს 30-კაციან პარლამენტს აირჩევენ, რომელშიც 18 პროპორციული სიით არჩეული, ხოლო 12 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. 


 

მსგავსი/Related

Back to top button