ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცხინვალში გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და რკინიგზის დეპარტამენტის  ახლადდანიშნული უფროსი დავით ონოფრიშვილი დღეს ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის დეტალებს განიხილავენ. 


რკინიგზის აღდგენა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც, თბილისის განცხადებით,  ქართველ და ოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.


 

მსგავსი/Related

Back to top button