ახალი ამბები

სააკაშვილი ეკონომიკის ახალ მინისტრს მოქალაქეობას ანიჭებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეკონომიკის ახალი მინისტრისთვის კახა ბენდუქიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.


რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე თბილისში 2 ივნისს ჩამოვიდა  ეკონომიკის მინისტრის პოსტზე საქმიანობის დასაწყებად.


“გადამწყვეტი რეფორმებია საჭირო [საქართველოს ეკონომიკაში]. ვიმედოვნებ, 10 წლის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება განვაცხადოთ, რომ საქართველოს ყველაზე დინამიური ეკონომიკა აქვს. თუმცა, ეს ხვალ არ მოხდება“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ 2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


მისი განცხადებით, უცხოურ დაფინანსებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად.


“არის ინვესტიციები, რომელთაც უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვთ, ვიდრე ეკონომიკური. ამდენად, ინვესტიციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას“, დასძინა ახალმა მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button