ახალი ამბები

ბურჯანაძე: ჩვენ ვახერხებთ გუნდში ერთიანობის შენარჩუნებას

დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო გავრცელებული ხმები პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მას შორის კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის გამო წარმოქნილ განხეთქილებასთან დაკავშირებით.


“არანაირი განხეთქილება არ არის, უბრალოდ არსებობს აზრთა სხადასხვაობა, რაც ბუნებრივია”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ნინო ბურჯანაძემ, რომლიც კონსტიტუციური პრეროგატივა არის კონტროლის პალატის თავმჯდომარის დასახელება, ამ პოსტზე ფინანასთა მინისტრის მოადგილე ფინანსისტი ზურაბ სოსელია წარადგინა. არადა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ჟვანიას უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი, დეპუტატი დავით ტყეშელაშვილი ინიშნებოდა.


“დათო ჩემი პირადი მეგობარიცაა, მაგრამ მისი რესურსის გამოყენება სხვა მიმართულებით შეიძლება. ამ ეტაპზე კონტროლის პალატაში ფინანსისტის დანიშვნა უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიე, რასაც პრეზიდენტიც დაეთანხმა”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მმართველ გუნდს დაშლა არ ემუქრება. “ჩვენ ვცდილობთ და ვახერხებთ გუნდის ერთიანობის შენარჩუნებას”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი/Related

Back to top button