We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მიესალმება ბენდუქიძის დანიშვნას

რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის დანიშვნა .


„იგი [კახა ბენდუქიძე] ძალიან გამოცდილი ადამიანია. მე ვფიქრობ, მისი დანიშვნა საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია“, განუცხადა გერმან გრეფმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.


გერმან გრეფმა, რომელიც ახლახანს თბილისში გამართულ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, განაცხადა, რომ ბენდუქიძის დანიშვნა „ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას“.


წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრად 1 ივნისს დაინიშნა.


რუსეთის მედიის ცნობით,  ბენდუქიძის სიტყვებზე დაყრდნობით, იგი “ულტრა-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს საქართველოში“.


48 წლის კახა ბენდუქიძე 1990 წლიდან რუსეთში კერძო ბიზნესის სექტორში მოღვაწეობდა. იგი რუსეთის მანქანათმშენებლობის კორპორაციას ხელმძღვანელობდა, რომლის შეკვეთათა საერთო რაოდენობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.


 

Back to top button