ახალი ამბები

თბილისი ცხინვალთან შერიგებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელებას შეუდგა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უკვე შეუდგა იმ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 


“ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით“, განაცხადა პრეზიდენტმა.


“რამდენიმე დღეში სპეციალური ცენტრები გაიხსნება ცხინვალში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პენსიებს მიიღებს. ამგვარი ცენტრები საწყის ეტაპზე მხოლოდ ცხინვალში გაიხსნება“, დასძინა სააკაშვილმა. 


 

მსგავსი/Related

Back to top button