ახალი ამბები

სააკაშვილმა და პუტინმა ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 31 მაისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.

პრეზიდენტებმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია განიხილეს.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებიც იქნა განხილული, თუმცა პრეზიდენტს დეტალები  არ დაუკონკრეტებია.

სიტუაცია კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველომ ტყვიავის საგუშაგოს დასაცავად დამატებითი ჯარები გაგზავნა. თბილისის განცხადებით, საგუშაგოს შექმნის მიზანი კონტრაბანდასთან ბრძოლა იყო.


სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთი სამშვიდობო ძალების მეთაურმა საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა და ამისათვის ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა.


“ჩვენ რუსეთთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები დავამყარეთ. ოსეთთან ბოლო დროს შექმნილ პრობლემაში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური სვიატოსლავ ნაბდზოროვია დამნაშავე“ – განაცხადა სააკაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ გამოიყვანა ჯარების ერთი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან, მას შემდეგ რაც მიიღო გარანტიები, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმა არ მოხდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button