ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე თანხმდებიან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ფრადკოვმა ქართველ კოლეგასთან 25 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადდება  ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის.


რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისა და ქართული ენერგოობიექტების რეაბილიტაციაში რუსი ექსპერტების მონაწილეობის საკითხები.


“ჩვენ ასევე განვიხილეთ ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისა და ტრანსპორტისა და ნავთობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელების საკითხები”, განაცხადა მიხეილ ფრადკოვმა.


“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ რუსულ ინვესტიციებს დიდი მომავალი აქვს საქართველოში”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

Back to top button