ახალი ამბები

საქართველომ და რუსეთმა სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 24 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება.


ჟვანიამ და ლავროვმა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი განიხილეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, „პოზიტიური ტენდენციების , კერძოდ კი საერთოშიროსო ტერორიზმთან ბრძოლის ფონზე, მხარეებმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა განიხილეს“.


რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2002 წელს შემოიღო ჩეჩენი მებრძოლების საქართველოდან რუსეთში შეჭრის თავიდან აცილების მიზნით.


თუმცა, რუსეთმა გამარტივებული სავიზო რეჟიმი დაუწესა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, რამაც თბილისის შეშფოთება გამოიწვია.  

Back to top button