ახალი ამბები

საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იასე ზაუტაშვილი დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.


იასე ზაუტაშვილი, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი, პროკურატურაში 30 მარტს თავისი ფეხით გამოცხადდა.


ზაუტაშვილთან ერთად გენერალურმა პროკურატურამ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ლევან ქისტაურის წინააღმდეგაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე იგივე ბრალდებით. შემდგომში ქისტაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და  დააპატიმრეს. ლევან ქისტაური დღემდე პატიმრობაში რჩება, რადგაც უარს აცხადებს სადავო თანხის გადახდაზე.   

Back to top button