ახალი ამბები

თბილისი წინსვლას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში არჩევნებამდე არ ელოდება

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 20 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში რაიმე წინსვლა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსალოდნელი არ არის.


საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ოქტომბერშია დაგეგმილი.


ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია, რომ აფხაზეთში „პროგრესული ძალები“ მოვიდნენ ძალაუფლებაში.


აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას საპრეზიდენტო ვადა წელს იწურება. 


 

Back to top button