ახალი ამბები

“მილენიუმ ჩელენჯ ქორფორეიშენ”-ის დელეგაცია საქართველოში იმყოფება

“მილენიუმ ჩელენჯ ქორფორეიშენ”-ის დელეგაცია უფროსი აღმასრულებელი დირექტორის პოლ ეპლგარტის ხელმძღვანელობით დღეს თბილისში ჩამოვიდა.


დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.


“მოსალოდნელია, რომ საქართველო ათასწლეულის დახმარების  პროგრამის ფარგლებში 3-4 წლის განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა შეხვედრის შემდეგ. 


საქართველოს მთავრობას მოუწევს მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულება და კორპორაციისთვის პროექტების წარდგენა, რათა თავისი წილი დახმარება მიიღოს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში. 


“ჩვენ იმგვარი პროექტები უნდა წარვადგინოთ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებას”, განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინიტრმა კახა ბენდუქიძემ.

“მილენიუმ ჩელენჯ ქორფორეიშენ”-ის დირექტორთა საბჭომ მაისის დასაწყისში 16 ქვეყანა შეარჩია, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ეკონომიკურ დახმარებას მიიღებენ.  


პროგრამის გრანტები ენიჭებათ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო კომპანიებს, რომლებიც გამოყენებულ იქნება მმართველობის გასაუმჯობესებლად, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და ანტი-კორუფციული ღონისძიებიებისთვის, ასევე კერძო და სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდისა და ჯანმრთელობისა და განათლების ხელშეწყობისათვის.   

მსგავსი/Related

Back to top button