ახალი ამბები

სააკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ განცხადებას 26 მაისს გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ხელისუფლების  სამოქმედო გეგმის თაობაზე განცხადებას 26 მაისს გააკეთებს. ამის შესახებ, დღეს, პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელახლა საქართველოსთვის შემოერთება ხელისუფლების სამოქმედო გეგმაა. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი, კანონიერი გზით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით გააგრძელებს მუშაობას, მოსწონს ეს რომელიმე ქვეყანას, თუ არა“,  განაცხადა სააკაშვილმა. 


 

Back to top button