
ახალი ამბები
დეპუტატი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი კენჭაძე 19 მაისს გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.
გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა პარლამენტს გიორგი კენჭაძის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
დაკავების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოგვიანებით პრეზიდენტი სააკაშვილი განცხადებას გააკეთებს მისი პარტიის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით.