
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი წალკას ესტუმრა
წალკაში ვითარების დასარეგულირებლად შინაგანი ჯარის 150 -მდე ჯარისკაცი დარჩება. ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს, წალკაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო.
გიორგი ბარამიძე წალკაში დღეს ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის დაპირსპირების მიზეზებს. ადგილობრივ არაქართველ და ქართველ დაპირისპირებულ მოსახლეობას შორის ინციდენტი 9 მაისს მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ინციდენტის გამო, რომლის საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლები საყოფაცხოვრებო მიზეზებს ასახელებენ, 11 მაისს წალკაში შინაგანი ჯარის ქვედანაყოფის შევიდა.
„არის მცდელობები, რომ აქ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდეს დაპირისპირებები, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.