
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ეწვევა
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 18 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა საქართველოში მოკლე ვიზიტის დროს მთელი რიგი საკითხები განიხილა.
„იგორ ივანოვის ვიზიტის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სამხედრო ბაზებისა და ეკონომიკური თნამშრომლობის საკითხებიც“, განაცხადა რუსეთის ელჩმა.
მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 24-25 მაისს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს.