ახალი ამბები

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან

18 მაისს გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია “სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის” შესახებ, რომელიც ვენეციის კომისიისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ტარდება.


ვენეციის კომისია, რომლის შენიშვნებიც საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისას არ გაითვალისწინა, აპირებს კონსტიტუციის დახვეწის მიზნით დამატებითი რეკომენდაციები შესთავაზოს ხელისუფლებას.


“მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ მივესალმეთ საპრეზიდენტო სისტემიდან ნახევრადსაპრეზიდენტო  საკონსტიტუციო სისტემაზე ქვეყნის გადასვლას, თუმცა საჭიროა ხელისუფლების შტოებს შორის უფრო მეტი ბალანსის არსებობა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის მდივანმა ჯანი ბუკიკიომ.


ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. სავარაუდოდ, შეხვერდაზე განიხილება აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი, რომელზეც ვენეციის კომისია, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, ექსპერტულ დასკვნას გააკეთებს.

Back to top button