
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ბათუმში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ბათუმში გაემგზავრა. იგი ბათუმში აჭარის დროებითი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება და 19 მაისს ბათუმში დაგეგმილი მთავრობის გასვლითი სხდომის ჩატარებისთვის შესაბამის საკითხებს განიხილავს.
აჭარის დროებითი საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ პრემიერ-მინისტრის ბათუმში ვიზიტის დროს აჭარაში საკადრო საკითხების განხილვაც მოხდეს.
სავარაუდოდ, ასევე მოხდება 14-15 ივნისს ბათუმში დაგეგმილი სუუამ-ის სამიტის ჩასატარებლად სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
პრეზიდენტის განკარგულებით, სუუამის ქვეყნების სამიტის ჩასატარებლად საორგანიზაციო, 19-წევრიანი კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია დაინიშნა.