ახალი ამბები

პარლამენტი აჭარის უფლებამოსილებათა შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურას იწყებს

დღეს საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ერთთვიანი საერთო -სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნას ითვალისწინებს. 


რეგლამენტის თანახმად, შეიქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც 1 თვის განმავლობაში განიხილავს ყველა იმ შენიშვნას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჩნდება. პარლამენტი, ამ პროცედურის შემდეგ, დაუბრუნდება კანონპროექტის არსებით განხილვას.

Back to top button