ახალი ამბები

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახური მაუწყებლობას წყვეტს

ოპოზიციური ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახური მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება დღეს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუბა ელიაშვილმა გააკეთა.


„გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის დახურვის შესახებ კომპანიის ადმინისტრაციის მიერ იქნა მიღებული არსებული ფინანსური პრობლემების გამო. იმედი მაქვს მალე ისევ განვაახლებთ მუშაობას“, განუცხადა ლუბა ელიაშვილმა ჟურნალისტებს.


ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფია“, რომელსაც პროკურატურამ თებერვალში გადასახადების დამალვასა და  სიგარეტის არალეგალურ იმპორტში დასდო ბრალი და დაულუქა კუთვნილი საწარმოები.


„ომეგა ჯგუფი“ ყოფილ დეპუტატს ზაზა ოქუაშვილს და მის მეუღლეს, ასევე ყოფილ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს, ეკუთვნის. კომპანიას 12 მილიონი ლარის გადასახადების დამალვაში ედება ბრალი.

მსგავსი/Related

Back to top button