ახალი ამბები

აბაშიძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 6 მაისს საქართველოდან წასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან 16 მაისს რუსულ ტელეკოპანია OPT-ს გადაცემა „ვრემენა“-ში მიიღო მონაწილეობა.


ასლან აბაშიძის განცხადებით, იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


„პოლიტიკოსები არასოდეს მიდიან პოლიტიკიდან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავეხმარო საქართველოს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის საქმეში“, განაცხადა აბაშიძემ.

Back to top button