
ახალი ამბები
თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩამოდის
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი დღეს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ მხარეები.
იგორ ივანოვი საქართველოში, კერძოდ, ბათუმში 6 მაისს იმყოფებოდა, როდესაც აჭარის მაშინდელმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ თანამდებობა დატოვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.