ახალი ამბები

აჭარის და აფხაზეთის უშიშროების სამინისტროები გაუქმდა

საქართველოს პარლამენტმა 18 მაისს პირველი მოსმენით მიიღო დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე.


პარლამენტმა, ასევე, პირველი მოსმენით გააუქმა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების სამინისტრო.


„საქართველოში ერთი უშიშროების სამინისტრო უნდა არსებობდეს. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანო იყო“, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა 18 მაისს გამართულ პარლამენტის სხდომაზე. 

Back to top button