
ახალი ამბები
რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ბათუმის მერობა სურს
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა დღეს განაცხადა, რომ იგი აპირებს ბათუმის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ბათუმში 14 მაისს ჩავიდა, განაცხადა, რომ იგი ოფიციალურ განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მერის თანამდებობა არჩევითი გახდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ედვარდ სურმანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 10 მაისს დანიშნა.