ახალი ამბები

აჭარაში ადგილობრივი არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველმა დროებითმა საბჭომ 20 ივნისი რეგიონში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების თარიღად გამოაცხადა.


აჭარის ამომრჩეველი 30-კაციან უზენაეს საბჭოს აირჩევს. აჭარის ორპალატიანი პარლამენტი მას შემდეგ იქნა დათხოვილი, რაც აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე 6 მაისს მოსკოვში გამგზავრა.

Back to top button