ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს რუმინეთში გაემგზავრა. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პრეზიდენტის დელეგაციაში აჭარაში მისი რწმუნებული ლევან ვარშალომიძეც შედის.


ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუსს შეხვდება, სადაც მხარეები თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.


იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის სენატში გამართავს შეხვედრებს. იგი ასევე შეხვდება რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტსა და წევრებს.


ვიზიტის მეორე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნატოს სახლში” გაემგზავრება, სადაც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მიზნების შესახებ გააკეთებს მოხსენებას.


პრეზიდენტი საქართველოში 16 მაისს დაბრუნდება. 

Back to top button