ახალი ამბები

ევროპის საბჭოს თავისი წარმომადგენლის საქართველოდან გაწვევის თაობაზე ჯერ არ უმსჯელია

ევროპის საბჭოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოდან ევროსაბჭოს წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის გაწვევის თაობაზე. ამის შესახებ სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის შესახებ  საკითხი ევროსაბჭოს არ განუხილავს. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე მოვლენების შეფასებას, ევროსაბჭო ყოველთვის აკრიტიკებდა აჭარის ლიდერს, როცა ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და მიტინგების დარბევა. ევროსაბჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ყოველთვის დადებით როლს ასრულებდა“, განაცხადა ვალტერ შვიმერმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ვალტერ შვიმერს შეხვედრის დროს აჭარაში განვითრებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის საკითხი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხი დღის წინ დააყენა, აჭარაში განვითარებულ მოვლენებში ნეგატიური როლის შესრულების გამო. პრეზიდენტმა ვალტერ შვიმერს 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო „თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატი“ უწოდა. ვალტერ შვიმერის მაშინდელი განცხადებით აჭარის კრიზისთან დაკავშირებით, მხარეებმა დაკარგეს დიალოგის უნარი.      

მსგავსი/Related

Back to top button