
ევროკომისია იძლევა რეკომენდაციას საქართველოს ევროპის კეთილმეზობრულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე
ევროკომისია იძლევა რეკომენდაციას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე.
„ევროპის გაფართოებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენს მეზობლებთან აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში“, – განაცხადა 12 მაისს გიუნტერ ფერჰოიგენმა, ევროპის კავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები ამ პარტნიორ ქვეყნებთან, ახალი ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების ხარჯზე. ევროკავშირის ირგვლივ კარგი მმართველობითი სისტემის მქონე სახელმწიფოების არსებობა, რაც იძლევა ახალ პერსპექტივებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ევროპის ინტერესებშია“, აცხადებს გიუნტერ ფერჰოიგენი.
ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ევროპის საბჭომ 2003 წლის დეკემბერში მიიღო, სამხრეთ კავკასია აღიქმება რეგიონად, სადაც ევროპის კავშირს უნდა ჰქონდეს „ძლიერი და უფრო აქტიური ინტერესი“.