ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12-13 მაისს სტრასბურგში გაიმართება.


ევროპის საბჭოს მიერ 10 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ბოლო დროს დაძაბული ვითარების თაობაზე იმსჯელებს.


9 მაისს პრეზიდეტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც ამ უკანასკნელმა თბილისსა და ბათუმს თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა აჭარის კრიზისის გამო.


სააკაშვილის მწვავე კრიტიკის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭირო პროცედურების მომზადება დაიწყო საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის მიზნით.

მსგავსი/Related

Back to top button