
ახალი ამბები
2004 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
2004 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა 161 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს “მემარჯვენე ოპოზიციის” ფრაქციის წევრებმა.
დამტკიცებული ბიუჯეტი 3,5 მილიონით აღმატება პარლამენტში მთავრობის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ პარამეტრებს და ხარჯვით ნაწილში შეადგენს 1,424,447,0 ათას ლარს, ხოლო შემოსავლების ნაწილში 1,731,577,0 ათას ლარს.
მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის 147 შენიშვნიდან 80-მდე შენიშვნა გაითვალისწინა.
მთავრობის მოთხოვნით პარლამენტმა დაჩქარებული ტემპებით მიიღო ბიუჯეტი, რათა 26 მაისს სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისათვის პრობლემები არ შექმნილიყო.
იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ფონდი საქართველოში პროგრამას აღადგენს, 2004 წლის ბიუჯეტის პარამეტრების კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნით მთავრობაპ არლამენტს მიმართავს.