
ახალი ამბები
აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გოგი კუპრეიშვილს დღეს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.
კუპრეიშვილი აჭარის ხელისუფლების უკვე მეხუთე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრა.
ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის პოსტი კაკო ცინცაძემ დაიკავა.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის წინადადებას აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე, კაკო ცინცაძე საქართველოს უშიშროების სამინისტროს აჭარის სამმართველოს უხელმძღვანელებს“, – განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 11 მაისს.