ახალი ამბები

ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ლოთი ქობალია გაათავისუფლეს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე, პატიმრობიდან გაათავისუფლეს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირების მეთაური ვახტანგ (ლოთი) ქობალია.


9 მაისს ვახტანგ ქობალია ხონის სასჯელაღსრულების მე-9 დაწასებულებიდან გაანთავისუფლეს. პრეზიდენტმა იგი სამოქალაქო შერიგების აქტის საფუძველზე შეიწყალა.
                                                                                                                                                                                               
ვახტანგ ქობალია 1993 წელს დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი, უკანონო ბანდფორმირების შექმნა, 6 პირის განზრახ მკვლელობა. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის ბრძანებულების საფუძველზე, მას ბრალდება 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

მსგავსი/Related

Back to top button