
ახალი ამბები
თბილისში 10 წლის წინ მოპარული ფერწერული ტილო იპოვნეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან ათი წლის წინ მოპარული გერმანელი მხატვრის ლუკას კრანახის (უფროსის) ფერწერული ტილო „მაჭანკალი“ თბილისში იპოვნეს.
სამართალდამცავები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ საკითხს 11 მაისს სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნება.