ახალი ამბები

ქობულეთის ყოფილი გამგებელი დაკავებულია

სამართალდამცავებმა 8 მაისს ქობულეთის ყოფილი გამგებელი ტარიელ ხალვაში დააპატიმრეს.


გენერალურმა პროკურატურამ ხალვაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომამდე ორი თვით ადრე აღძრა. 


მას ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმებსა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.


ხალვაში აბაშიძის მთავრობის მეორე წარმომადგენელია, რომელიც პროკურატურამ დააკავა.


ბათუმში დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე 6 მაისს პოლიციაში თავისი ფეხით გამოცხადდა. მას სამშობლოს ღალატში ედება ბრალი და სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი/Related

Back to top button