ახალი ამბები

ევროკავშირი და ეუთო მიესალმებიან აჭარის კრიზისის მშვიდობიან დასრულებას

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა მიესალმება აჭარაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას და იმედს გამოთქვამს, რომ რეგიონში სტაბილურობა და ნორმალური ცხოვრება აღსდგება.


იგი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას პატივი სცეს ავტონომიის სტატუსს აჭარაში.


ამავდროულად, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სოლომონ პასიმ მიულოცა პრეზიდენტ სააკაშვილს და ქართველ ხალხს აჭარის კრიზის მშვიდობიანი დასრულება.


მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განვითარებული მოვლენები გარკვეული სტიმული იქნება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.  


 

მსგავსი/Related

Back to top button