ახალი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტს აჭარის პარლამენტის გაუქმების უფლება მიანიჭა

პარლამენტმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო დადგენილება 137 ხმით 1 წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება ენიჭება გააუქმოს აჭარის პარლამენტი და არსებული საკრებულოები.


საქართელოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ კანონის შესაბამისად, პრეზიდენტს უფლება ენიჭება დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი და ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა დაამყარას რეგიონში.


როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა აჭარაში შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელბს. 5-6 კვირაში კი დაინიშნება ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების არჩევნები.   

მსგავსი/Related

Back to top button