ახალი ამბები

აჭარაში არჩევნები 5-6 კვირაში ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, აჭარაში უმოკლეს დროში დაინიშნება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნები. ამ მიზნით შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.


„აჭარაში  უზენაესი საბჭოს არჩევნები დაახლოებით ხუთ-ექვს კვირაში   დაინიშნება. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 6 მაისს.


მისი თქმით, აჭარაში ახალი ხელისუფლების არჩევა ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით მოხდება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნამდე აჭარაში საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდება.


 

მსგავსი/Related

Back to top button