ახალი ამბები

25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური თბილისში დაკითხვაზე იმყოფება

ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე უშიშროების სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება. იგი დღეს დილით ჩამოიყვანეს თბილისში.


გენერალურმა პროკურატურამ რომან დუმბაძეზე სისხლის სამართლის საქმე აპრილში აღძრა. მას ბრალი ედება სამშობლოს ღალატში, უკანონო ბანდ-ფორმირების შექმნასა და იარაღის უკანონო ტარებაში.  


გენერალი რომან დუმბაძე პირველად თავდაცვის მინისტრის ბრძანებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ დაემორჩილა და კვლავ ასრულებდა თავის მოვალეობას. მოგვიანებით 6 აპრილს მან განაცხადა, რომ მხოლოდ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ემორჩილება. 

მსგავსი/Related

Back to top button