ახალი ამბები

ჟვანიამ აჭარის მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ზურაბ ჟვანიამ აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის ტელევიზიის ეთერით მიმართა. ზურაბ ჟვანიამ მოსახლეობას მოუწოდა შეინარჩუნოს სიმშვიდე.


 „ახლა მთავარია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ ასლან აბაშიძის ყველა მომხრეს, თუ ისინი ხელს არ შეგვიშლიან მუშაოაბაში და ითანამშრომლებენ ჩვენთან. ჩვენი თვითმიზანი არ არის ანგარიშსწორება. დაუნდობელი ვიქნებით მოროდიორების მიმართ“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


მისი თქმით, აჭარაში შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე უხელმძღვანელებს და რომლის მიზანიც აჭარაში წესრიგის დამყარება იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button