ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. იგი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.


“ასლან აბაშიძის გადადგომა კარგი ფონია რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების წინ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამგზავრებამდე და დასძინა, რომ რუსეთმა უდიდესი როლი შეასრულა კრიზისის მშვიდობიანად დასრულებაში.   


ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

მსგავსი/Related

Back to top button